ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საბერძნეთის რესპუბლიკა

ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის

 

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები  დამყარდა 1992 წლის 20 აპრილს.

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საბერძნეთის რესპუბლიკაში:

იოსებ ნანობაშვილი (01.05.2015 - დღემდე)

დავით ბაქრაძე (01.04.2012 - 14.11.2014 წ.წ.)

ირაკლი თავართქილაძე (2007  - 2012 წ.წ.)

ზვიად ჭუმბურიძე (2003  - 2007 წ.წ.)

ალექსადრე ჩიკვაიძე (1995 - 2003 წ.წ.)

 

საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

ელეფთერიოს პროიოსი (20.12.2011 - დღემდე)

გეორგიოს ხაძიმიხელაკისი (2007 - 2011წ.წ.)

ელეფთერიოს ანგელოპულოსი (2005-2007 წ.წ.)

კონსტანტინა მავროსკელიდუ (2002-2005 წ.წ.)

სპირიდონ გეორგილესი  (1999-2002 წ.წ.)

ტასოს კრიეკულისი (1995-1999 წ.წ.)

 

თანამშრომლობის ძირითადი  სფეროები:

 

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია 18 საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა, ეკონომიკა, ტურიზმი, ჯანდაცვა, მეცნიერება, განათლება, კულტურა.

 

საქართველო და საბერძნეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივად, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში.

 

არსებობს პოზიტიური დინამიკა საქართველოს და საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაში.

 

ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა განათლების სფეროში. საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ყოველწლიურად გამოიყოფა სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის.

 

აქტუალურია თანამშრომლობა კულტურის სფეროში. ხშირია ერთობლივი კულტურული ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ქართული დიასპორული ორგანიზაციებიც. აღსანიშნავია პროექტი „არგონავტების ლაშქრობა", რომელსაც 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2009 წელს, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან ბათუმში ჩამოვიდა არგონავტების გემის ზუსტი ასლი.

 

შემუშავების სტადიაშია საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი შეთანხმებები თავდაცვის, კრიმინალთან ბრძოლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში.

 

ნიშანდობლივია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული დიასპორა  სიდიდით მესამეა მსოფლიოში.

 

ეკონომიკური თანამშრომლობა : 

სავაჭრო ბრუნვა

(მლნ. აშშ დოლარი)

წლები

2009.

2010.

2011

2012.

2013წ.

2014წ.

ბრუნვა

74.235.7

80.639.6

68.091.6

53.13

74.2

131.2

ექსპორტი

12.258.5

8.025.1

6.186.0

2.18

14.7

13.7

იმპორტი

61.977.2

72.614.5

61.905.6

50.9

59.5

117.5

 

საქართველოს მხრიდან საბერძნეთის  რესპუბლიკაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2015 წლის 26 მარტი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე;

2015 წლის 1 მარტი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე;

2014 წლის 2-3 ივნისი - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია;

2014 წლის 23 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე;

2013 წლის 27-30 ივნისი - პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 20 წლისთავის ფარგლებში);

2009 წლის 1-2 დეკემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე (ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში);

2008 წლის 5-6 ნოემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი;

2007 წლის 1-2 ოქტომბერი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;

2005 წლის 24-25 ნოემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი;

2004 წელი - კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

 

საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2013 წლის 28 ოქტომბერი - თავდაცვის მინისტრი დიმიტრის ავრამოპულოსი;

2004 წლის 29 ოქტომბერი საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილე ევრიპიდის სტილიანიდისი (საქართველოს თავმჯდომარეობით გამართულ BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში);

2002 - ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსი ხრისტოდულოსი;

1999 - საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსტანტინოს სტეფანოპულოსი.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის განხორციელებული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები:

საქართველოსა და საბერძნეთის საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის პრაქტიკა:  

2011 წლის 4 ნოემბერი, ქ. ათენი;

2010 წლის 2 ნოემბერი, ქ. თბილისი.

 

ბმულები

www.greekembassy.ge  - საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში;

www1.mfa.gr  - საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

www.presidency.gr  - საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი;

www.hellenicparliament.gr  - საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტი;

www.primeminister.gov.gr  - საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.

 

 

 

 

 

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29          

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ